← მთავარ გვერდზე marshruti.ge

წესები და პირობები

marshruti.ge  |  2026 წელი

1. ინფორმაცია პლატფორმის შესახებ

marshruti.ge არის დამოუკიდებელი ონლაინ სიმულატორი, რომელიც შექმნილია მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მოსამზადებლად. პლატფორმა არ არის დაკავშირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან და წარმოადგენს კერძო, დამოუკიდებელ საგანმანათლებლო-სავარჯიშო პროექტს.

2. პროდუქტის აღწერა

marshruti.ge გთავაზობთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიმულატორს. მომხმარებელი იღებს წვდომას საგამოცდო მარშრუტებზე ხმოვანი კარნახით, GPS ნავიგაციით და სიმულაციის რეჟიმით.

3. პაკეტები და ღირებულება

სტარტერი15 GEL — 24-საათიანი წვდომა
სმარტი49 GEL — 7-დღიანი წვდომა
ოპტიმალი79 GEL — 14-დღიანი წვდომა
სტანდარტული129 GEL — 30-დღიანი წვდომა
პრემიუმი199 GEL — 60-დღიანი წვდომა

ყველა ფასი მითითებულია ქართულ ლარში (GEL). სტარტერ, სმარტ და ოპტიმალ პაკეტებზე რეგისტრაცია საჭირო არ არის — წვდომა იხსნება გადახდისთანავე.

3ბ. ავტომატური განახლება (Auto-Renewal)

სტანდარტული და პრემიუმ პაკეტები ავტომატურად განახლდება — შესაბამისად ყოველ 30 ან 60 დღეში — იმავე ბარათიდან, რომლითაც პირველი გადახდა განხორციელდა, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს ავტომატურ განახლებას. სტარტერ, სმარტ და ოპტიმალ პაკეტებს (რეგისტრაციის გარეშე) ავტომატური განახლება არ ეხება.

განახლების თანხა ყოველთვის უცვლელია (იმ ფასის ტოლი, რაც პირველი შესყიდვისას გადაიხადეთ), და ჩამოიჭრება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების ან თანხმობის გარეშე, პერიოდის ამოწურვის დღეს. ავტომატური განახლების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საიტზე, "აქტიური პაკეტის" სტატუსში — გაუქმების შემდეგ, უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე წვდომა უცვლელად გრძელდება, უბრალოდ შემდეგი ავტომატური ჩამოჭრა აღარ განხორციელდება.

4. მომსახურების მიწოდება

marshruti.ge-ს მომსახურება არის ციფრული (Digital Service). გადახდის დადასტურებისთანავე, მომენტალურად, მომხმარებელს ეხსნება სრული წვდომა შეძენილი პაკეტის შესაბამისად. ფიზიკური მიწოდება არ ხდება.

5. შეკვეთის გაუქმების და თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund & Cancellation)

ვინაიდან marshruti.ge მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ პროდუქტს, რომელზე წვდომაც მყისიერად აქტიურდება გადახდის დასრულებისთანავე, შეკვეთის გაუქმება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება, თუ მომხმარებელმა უკვე დაიწყო ციფრული შინაარსით სარგებლობა.

გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თანხა ექვემდებარება დაბრუნებას:

  1. სისტემური ტექნიკური ხარვეზი: თუ დადასტურებული ტექნიკური პრობლემის გამო სერვისი საერთოდ არ ამოქმედდა მომხმარებლის მოწყობილობაზე.
  2. აქტივაციის ხარვეზი: თუ საბანკო ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა, თუმცა სისტემამ ავტომატურად არ გაააქტიურა შერჩეული სააბონენტო პაკეტი.

თანხის დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გთხოვთ, მოგვწეროთ: marshrutigeo@gmail.com — განაცხადი განიხილება 2–3 სამუშაო დღის ვადაში.

6. კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy)

7. სხვა წესები და პირობები

საკონტაქტო ინფორმაცია
მომწოდებელი: marshruti.ge  |  მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, V კვ.  |  marshrutigeo@gmail.com  |  568 489 559  |  marshruti.ge